მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდემდე შენარჩუნდება სურსათზე მაღალი ფასი?

BM.GE
28.04.22 09:30
461
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, ისტორიულად მაღალი სასაქონლო ფასები, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, 2022 წლის ბოლომდე მოსალოდნელია ენერგორესურსების ფასების 50%-იანი ზრდა, თუმცა 2023 წლიდან ნავარაუდევია ზრდის ტემპის შენელება. 2022 წელს მოსალოდნელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის ღირებულების 20%-იანი ზრდა და ხორბლის 40%-იანი გაძვირება, ამ შემთხვევაშიც მომდევნო წლებში მოსალოდნელია ზრდის ტემპის შენელება. მიუხედავად შედარებით პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინებისა, მომდევნო წლებში ფასები 5-წლიან საშუალო მაჩვენებელზე მაღლა იქნება... როგორ აფასებენ საქართველოში სასურსათო ფასების ზრდის დინამიკას და რა მოლოდინები აქვთ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები