მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როდესაც 20 წელი შოუბიზნესის ფორმირების სათავეებთან დგახარ, შეუძლებელია კავშირები არ მოიძებნოს"

572e253a2e552
BM.GE
07.05.16 21:24
1391
კულტურის მინისტრი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სამინისტროს მიერ გაცემულ დაფინანსებებზე მოკვლევა დაიწყონ. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრფინგზე განაცხადა, არსებობს ფესტივალებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც კულტურის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად ფინანსდება. გიორგაძე ამბობს, რომ დაფინანსების გაცემის სქემა გამჭვირვალეა და გაწერილ ღონისძიებებს მიყვება.

მისივე თქმით, სამინისტრო უახლოეს პერიოდში იმ კვლევის შედეგებსაც წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში კულტურული ღონისძიებების წვლილსა და ინდიკატორებს მოიცავს. გიორგაძის განცხადებით, კვლევა USAID-თან ერთად ჩატარდა.

"როდესაც ოცი წელი ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე ხარ და როდესაც შოუბიზნესის სფეროს ფორმირების სათავეებთან დგახარ, შეუძლებელია ამა თუ იმ ხარისხის კავშირი ამ სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებთან და ორგანიზაციებთან არ იყოს მოძებნილი", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები