მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არასწორ პოლიტიკას ატარებს, ეკონომიკა ცალხელაა"

570fa2bd80c04
BM.GE
14.04.16 17:59
1287
მიხეილ დუნდუა NDI-ის კვლევებს ეჭვქვეშ აყენებს. როგორც "საზოგადოება 2030"-ის ანალიტიკოსმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, სახეზეა ის პრობლემები, რომელიც ვალუტის დევალვაციამ გამოიწვია, თუმცა მისი თქმით, აღნიშნულში დიდი როლი ეროვნულ ბანკზე მოდის.

"მოგეხსენებათ, რომ ძალიან ცუდი როლი ითამაშა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალუტის დევალვაციაში და მას შემდეგ რაც იგი წავიდა პოსტიდან, ვალუტამ მკვეთრი დასტაბილურება დაიწყო.

ეროვნულ ბანკს დიდი როლის აქვს ქვეყნის ეკონომიკაში და თუ მისი პრეზიდენტი არასწორ პოლიტიკას ატარებს, ცალხელა ეკონომიკა გვაქვს.

ასევე საგარეო ფაქტორებმა დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. მთავრობის არაეფექტიანობის გამო არ არის გამოწვეული ის სირთულეები რაც ქვეყანაშია", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები