ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებებს საბანკო სექტორთან მიმართებაში, - ამის შესახებ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა” გიორგი ჭირაქაძემ ფინანსთა მინსიტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"არის ძალიან ბევრი თემა და საკითხი, რომლებიც მუდმივად მსჯელობის საგანია. საბანკო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საბანკო სექტორთან მიმართებაშია საუბარი. ამავდროულად, ძალიან მკაფიოდ მესმის ფინანსთა მინისტრის, როდესაც ის საუბრობს სტარტაპებზე. სტარტაპების დაფინანსებაში შეუძლებელია ბანკი ისე იყოს ჩართული, როგორც ყველას გვინდა. ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ საბანკო სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი და ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებებს საბანკო სექტორთან მიმართებაში",- აღნიშნა ჭირაქაძემ.