მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როდესაც საკუთრება არ არის დაცული, ყველა რეფორმის ფასი ნულია"

5bb4c2ef04d99
ნინი თურქია
03.10.18 17:20
726
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ 2019 წლის ბიუჯეტზე განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთა. მისი თქმით, წელს უპრეცენდენტოდ დაბალი იქნება შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები.

„ახალ წარმოდგენილ ბიუჯეტში მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენციას და ამას შემდეგ წლებშიც გავაგრძელებთ. მეორე მთავარი სიახლე არის ის, რომ შრომითი ანაზღაურება და დანახარჯები 3.9%-ის ფარგლებში იქნება მოქცეული. ეს, პროცენტული თვალსაზრისით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ დაბალი მაჩვენებელია“, - აცხადებს ივანე მაჭავარიანი.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პენსია 20 ლარით გაიზრდება და მოხდება სხვადასხვა ტიპის ჯგუფების დაფინანსება, მათ შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფები, 0-16 წლამდე ასაკის ბავშვები და სხვა.

მინისტრმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმების შესახებ ისაუბრა და მათ შორის ფუნდამენტურ მნიშვნელობა კერძო საკუთრების დაცულობის საკითხს მიანიჭა.

„კერძო საკუთრება საქართველოში არასდროს ყოფილა ასე დაცული. წინა მთავრობამ სხვა ბევრი რეფორმა გაატარა და ეს მთავარი არ დაიცვა. ამიტომ როდესაც საკუთრება არ არის დაცული, ყველა რეფორმის ჯამური ფასი ნულია“, - ამბობს მინისტრი.










გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები