მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდესაც ხელისუფლება რეალურ პრობლემებს ვერ წყვეტს, საუკეთესო გზა ახალი პრობლემის მოგონებაა - ბერძენიშვილი

64c4f04249689
ლიკა გურაბანიძე
29.07.23 17:31
304
სტატისტიკოსი და მონაცემთა ანალიტიკოსი ცვატა ბერძენიშვილი გადაცემა #BMGDRIVE-ში საუბრისას ამბოს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა აქტიურად უნდა მიიღოს.

“ყველა ხელისუფლებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში პრობლემებზე მუშაობა და მისი გადაწყვეტა ევალება. თუ ის ამ პრობლემებს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ადამანებს ვერ უწყვეტს, ამ სიტუაციიდან საუკეთესო თავის დაძვრენის საშუალებაა, რომ ახალი პრობლემა მოიგონონ და შემდეგ ეს პრობლემა გადაჭრან. მაგალითად, “ლგბტ პროპაგანდა”, მარტივად გადასაწყვეტია, რომელსაც ჩაწერ კანონში შემდეგ ამაზე იყვირებ და განცდას შექმნი, რომ მუშაობ.

როდესაც შენ ინფლაციის დასტაბილურებას ვერ უზრუნველყოფ, ჯობს არსაიდან პრობლემა მოიგონო, ბუშტი გაბერო და შემდეგ გახეთქო. მოქმედ ხელისუფლებასაც მათ შორის ძალიან კარგად ეხერხება ისრების სხვა მიმართულებით გადატანა. ძალიან კარგად ახერხებენ იმას, რომ მაგალითად მარკეტში ზეთი რომ ძვირი ღირს, ან აფთიაქში წამალი, ეს ბიზნესის ბრალია.

არ ვამბობ, რომ ისინი ანგელოზები არიან რა თქმა უნდა, ამაში მათაც გარკვეული წვლილი აქვთ, თუმცა თუ პრობლემას სიღრმისეულად ჩავყვებით საბოლოო ჯამში, აქ მთავარი აქტორი ხელისუფლებაა”, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები