მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც ქვეყანა ღრმა კრიზისშია, არჩევნების გარდა სხვა გამოსავალი არავის გამოუგონია"

მთავრობა

როდესაც ქვეყანა ღრმა კრიზისშია, არჩევნების გარდა სხვა გამოსავალი არავის გამოუგონია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ის ამბობს, რომ დღეს ოპოზიციამ ხალხს უნდა მოუსმინოს და მეტი კოორდინაცია უნდა იყოს. „ქვეყნის სტაბილურობა ახალ არჩევნებზე გადის“ - თვლის სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ ამის ალტერნატივა ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებაა.

„ეს ძალიან რთული მომენტია. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ვთხოვთ, იმ საქმეში იყვნენ ერთად, რაც პოლიტიკური პარტიის პირველი დანიშნულება არ არის. ისინი ქუჩის პროტესტის სამართავად არ ემზადებოდნენ. ემზადები არჩევნებისთვის, იმისთვის რომ პარლამენტში პოლიტიკურად მიიღო მონაწილეობა და კანონები მიიღო, ამ საქმისთვის მზად ხარ და უცებ უნდა გამართო ქუჩის აქციები. კოორდინაცია მეტი უნდა იყოს. ეს ხალხის მოთხოვნაა. მეტყვით რომ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა ხალხს უნდა მოუსმინონ. როდესაც ქვეყანა ღრმა კრიზისშია არჩევნების გარდა სხვა გამოსავალი არავის გამოუგონია. კიდევ ერთი, უკიდურესი ვარიანტია, რომ ჩაგვაბარონ რუსეთს... არ მინდა ვიფიქრო, რა მოხდება ამ ქვეყანაში თუ იქ მიგვიყვანეს, რაც რუსეთისთვის ჩაბარება ნიშნავს. მეორე გამოსავალი - სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი ახალი არჩევნებია, რომელიც არ გულისხმობს, რომ ოცნება უცებ გადავარდება და დაიჭერენ და აღარ იქნება. ახალი არჩევნები ნიშნავს, რომ თავიანთ კუთვნილ რაღაცას [ხმებს] მიიღებენ. ქვეყნის სტაბილურობა ახალ არჩევნებზე გადის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები