მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან აიკრძალება შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრობა? - რეგულაცია ისევ გადავადდა

ავტოსარგური

ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის რეგულაციის ამოქმედება, რომელიც 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ მანძილებზე მიკროავტობუსების გადაადგილებას კრძალავდა, ნახევარი წლით, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა. ამის შესახებ „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებებიდან ირკვევა.

ახალი დოკუმენტის მიხედვით:

„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“.

ეს გადაწყვეტილება მგზავრებსა და გადამზიდავ კომპანიებს დამატებით დროს აძლევს ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის.

არადა, რეგულაციაზე სახელმწიფო 10 წელზე მეტია მუშაობს და მრავალი პროექტი დაიწერა, რომელთა უმეტესობა კანონად ვერ იქცა, რაც კანონად იქცა, ის ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მიზეზით ვადდება.

bm.ge სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა სადაც გვითხრეს, რომ განცხადებას გაავრცელებენ და იქ განმარტავენ, რამ გამოიწვია, რეფორმის კიდევ ერთხელ გაჭიანურება.

შეგახსენებთ, რეგულაციის მიხედვით, 1-ლი ივნისიდან 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტით - ავტობუსით უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები