მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდიდან ჩაირთვება თბილისის მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემა

5b0a79de82ec7
თათია ჩაფიჩაძე
27.05.18 13:28
1203
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალებაში კონდინციონერი გამართულად მუშაობს და ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან ერთად, ყველა მძღოლი ვალდებული იქნება გაგრილების სისტემა ჩართოს. როგორც BM.GE-ს კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა უთხრა, კონდინციონერის ჩართვით გამოწვეულ საწვავის ხარჯს კომპანია საკუთარ თავზე აიღებს.

„მიკროავტობუსებში კონდინციონერების შეკეთება მარტიდან დაიწყო და დღეისთვის მთელს ავტოპარკში ეს პრობლემა მოწესრიგებულია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ ზაფხულს მოსახლეობას მიკროავტობუსებში სიცხე არ შეაწუხებთ. ყველა მძღოლი უკვე გაფრთხილებულია, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, როგორც კი გაჩნდება მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა, გაგრილების სისტემა უნდა ჩართონ.

ურჩი მძღოლებისთვის მოქმედებს გარკვეული სანქციები და ყველა მომხმარებელს მინდა ვთხოვო, რომ დარღვევის შემთხვევაში აუცილებლად დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე, რომელიც ყველა სამარშუტო ტაქსში გამოკრულია.

აქვე გეტყვით, რომ კონდენციონერის ჩართვით გამოწვეულ საწვავის მატების ხარჯს, კომპანია მძღოლებს ყოველდღიური გადასახდელიდან უკლებს, ასე რომ ეს ხარჯი მძღოლებს არ აწვებათ.“- განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები