მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან ექნება თბილისის მეტროს ახალი ვაგონები?

5f761be7816ba
თათია ჩაფიჩაძე
01.10.20 23:30
1678
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი შარკოვის განცხადებით, მეტროს ახალი ვაგონების შეძენისთვის ტენდერი მიმდინარე თვის პირველ ნახევარში გამოცხადდება. საუბარია 40 ევროპულ დონის ვაგონზე, რომელიც დღეს არსებული გათვლებით ხაზზე 2-3 წლიან ვადაში დაიწყებს მუშაობას. შარკოვის ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, პროექტი EBRD-ის 75 მლნ სესხის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც თბილისის მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს.

„აქტიურ ფაზაშია ტენდერი, მეორე ეტაპზე გადავდივართ ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით. ეს არის 40 თანამედროვე, ევროპული დონის ვაგონები, 10 შემადგენლობა, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ 2 წელიწადში ხაზზე გავა. წელს ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას და გაფორმებიდან ვაგონების პირველი პარტია შემოვა 2წლის თავზე, 3 წლის თავზე კი უნდა დასრულდეს 40 ვაგონის შემოყვანა“, - განაცხადა BMG-ისთან საუბრისას შარკოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები