მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან იქნება შესაძლებელი, ევროპამდე, საკუთარი ავტომობილით ბორნის საშუალებით ჩასვლა?

ბორანი

ადამიანებს, რომლებსაც ევროპაში საკუთარი მანქანით მოგზაურობა სურს, სექტემბრიდან ამის საშუალება ექნებათ.

e60 shipping line-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ გაფართოების გადაწყვეტილება გადაზიდვებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნის ფონზე მიიღეს.

ამასთან, E60 Shipping Line-ი უახლოეს თვეებში გეგმავს, რომ საქართველოდან რუმინეთს შორის რეგულარული საბორნე სამგზავრო გადაყვანებიც სექტემბრიდან დაიწყოს.

"პოლიტიკურად, არავის, არც რუსს და არც სხვას არ სურდა ამ [შუა დერეფნის] კორიდორის ამუშავება. მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. რაც მთავარია, ეს იყო ჩემთვის ცოტა პატრიოტული ნაბიჯი. აღმოჩნდა რომ შავ ზღვაში ქართული დროშა არ ფრიალებდა.ჩვენ ვიყავით პირველები და დავარქვით აია, კოლხეთი. ახლა ორი გემით ვოპერირებთ. ერთი ჩარტერიც გვყავს და ვეძებთ ინტენსიურად, რომ მეორე გემიც ვიყიდოთ.

ახლა ვმუშაობთ და ორი გემის ვარიანტი გვაქვს, რომლებიც შეიძლება ჩავაყენოთ და გარდა არაგაბარიტული ტვირთებისა, მოვემსახურებით კერძო მგზავრებსაც, რომლებსაც ევროპაში თავისი მანქანით წასვლა უნდათ. ეს სადღაც სექტემბრიდან იქნება. უკვე განხორციელებულია $5 მლნ-ს ინვესტიცია და ამ გემებში კიდევ განხორციელდება $11 მლნ-ს ინვესტიცია.

კომფორტულია იმ მხრივ, რომ ევროპაში რომ მოხვდე საკუთარი ავტომობილით, უნდა გაიარო არაერთი საზღვარი, უნდა გაიარო თურქეთი და ამ მხრივ, ალბათ ბევრად კომფორტულია. საერთოდ, ძალიან გრძელი გზაა ბორნისთვის. მოგეხსენებათ, საბორნე გადაზიდვები კუნძულებს შორისაა, მოკლე მანძილებზე. ჩვენი კი, 600 საზღვაო მილია და 2 დღე მაინც უნდა იყო გემზე. ვისაც ეს გამოცდილება სურს, ძალიან კარგია. რუმინეთიდან კი, უკვე დიდი არეალია, საით გსურს წასვლა. შემთხვევითი არ არის, რომ შავი ზღვის კაბელი კონსტანცაში მიდის და არა სხვაგან. თან სიმბოლურია და თან, ძალიან მოსახერხებელი", - თქვა ბარდაველიძემ "წერტილში".

ცნობისთვის, საქართველო-რუმინეთს შორის კომპანია E60 Shipping Line-მა საბორნე გადაზიდვები გასული წლის ივნისში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები