რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც თბილისში რუსოფობიური კამპანია შეწყდება.
"მოხსნაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამისთვის დაკმაყოფილებული იქნება აუცილებელი მოთხოვნები. უწინარეს ყოვლისა, საუბარია საქართველოში არსებული ვითარების სტაბილიზაციასა და რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტაზე, კამპანიის, რომელიც რუსეთის ფედერაციის თუნდაც ერთ მოქალაქეს უქმნის საფრთხეს", - განაცხადა რუდენკომ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისს საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.