ელექტრომომარაგების ქსელი ხარვეზებით მუშაობს. ენერგოომბუდსმენის მონაცემებით, გასულ წელს დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება 6 307-ჯერ, რეგიონებში 81 071-ჯერ შეწყდა. ენერგოომბუდსმენი აცხადებს, რომ არაგეგმური წყვეტების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით რეგიონებში გაზრდილია, რისი ძირითადი გამომწვევი მიზეზები ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დაზიანება, სარემონტო სამუშაოები, მექანიკური დაზიანება, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესება და სქემის ცვლილება იყო. ამიტომ მომხმარებელთა დამცველი აცხადებს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა რეგულარულ გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას საჭიროებს. ქსელის გაუმჯობესების მოტივით ელექტროენერგიის ტარიფები გაზარდა სემეკმაც, რამაც ენერგეტიკოსების შეფასებით, კომპანიებს საშუალება უნდა მისცეს, მომსახურების ხარისხი გააუმჯობესონ და ქსელის განვითარებაში ინვესტიციები ჩადონ. როდის აისახება 5 თეთრით გაზრდილი ტარიფი მიწოდებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.


































