მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის აისახება ავიაბილეთების ფასზე საწვავის ღირებულების შემცირება? - Wizz Air-ის განმარტება

6451254d37b8f
BM.GE
02.05.23 20:00
641
ავიაბილეთების საწვავის გაძვირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომელიც ბოლო პერიოდში შემცირდა თუმცა ავიაბილეთების ფასზე შემცირება ჯერ არ ასახულა.

Wizz Air-ის წარმომადგენელმა, ეველინ ჯეკელმა BMGTV-ის გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" განაცხადა, რომ საავიაციო სფეროში ყოველთვის არსებობს საწვავისა და ბილეთების ფასების ცვლილების დროში აცდენა. მისი თქმით, როდესაც საწვავის ფასი იზრდება, ავიაკომპანიები მაშინვე ვერ ზრდიან ბილეთის ფასს და იგივე პრინციპით ავიაბილეთების ფასის უცაბედი შემცირება ვერ ხდება, როდესაც იკლებს საწვავის ღირებულება.

"საწვავის ფასის კლების გათვალისწინებით, ჩვენ ავიაბილეთების ფასების შემცირებას დავინახავთ რამდენიმე თვეში. პანდემიის დასაწყების მერე გარკვეული პერიოდი არ გვქონდა საწვავის ჰეჯირებული ანუ ფიქსირებული ფასი, თუმცა ახლა უკვე გვაქვს ჰეჯირებული ფასი და უკვე ზუსტად ვიცით რა ფასს გადავიხდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც ძალიან კარგია კომერციული კალკულაციების გაკეთების მიზნებისთვის.

ნორმალური პრაქტიკაა ის, რომ საწვავის ფასის ცვლილება მხოლოდ რამდენიმე თვის მერე აისახება ავიაბილეთების ღირებულებაზე", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები