მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ამოქმედდება ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის სადგური?

BM.GE
12.04.22 12:32
821
საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა მგზავრებს უახლოეს პერიოდში გადაიყვანს. კერძოდ, რკინიგზაში აცხადებენ, რომ კოპიტნარის სადგურის რეაბილიტაცია დაასრულეს და მზად არიან მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების რეისებზე გაჩერებას კოპიტნარი დაამატონ. "ამ ეტაპზე ბოლო დეტალები ზუსტდება და საქართველოს რკინიგზა პირველ მგზავრებს კოპიტნარის მიმართულებით, უახლოეს პერიოდში გადაიყვანს”, - აცხადებენ რკინიგზაში. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის გაჩერება, ქუთაისის აეროპორტიდან დაახლოებით 2 კილომეტრით არის დაშორებული. არსებული ინფორმაციით, აეროპორტამდე მგზავრებს, სავარაუდოდ, შატლი გადაიყვანს. რას ცვლის ეს ფაქტი თავად ტურიზმის სექტორისთვის?

სტუმარი: გერმანე ჭელიძე - World Sightseeing Tbilisi-ს დამფუძნებელი;
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები