დღეს და ხვალ უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართება, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეკრება უნდა გამოდგეს, ბოლო თვეების განმავლობაში. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ ევროპულ ფეხბურთს, როგორც ყველა სხვა სფეროს, დიდი ზარალი მიაყენა. საკლუბო ჩემპიონატები დიდი ხანი არაა, რაც ნელ-ნელა გვიბრუნდება გარკვეული უსაფრთხოების ნორმებით. უეფას აღმასკომმა კი უნდა დაადგინოს საკლუბო და სანაკრებო ტურნირების ბედი უახლოეს თვეებში. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ერღა ლიგა და მისი ნახევარფინალია, სადაც საქართველოს ნაკრები, ბელორუსს დაუპირისპირდება. საინტერესოა ეროვნული ჩამპიონატის განახლების თარიღიც და წესებიც.