მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და რა შემთხვევაში ჩამოსცდება ინფიცირების მაჩვენებელი 1000-სს? - გამყრელიძის პროგნოზი

6214a66114912
ინგა მურუსიძე
22.02.22 13:08
937
"თუ პირბადის ტარების და ბუსტერიზაციის მაჩვენებლებს გავზრდით, პროგნოზია, რომ ივნისში, ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 1000-სს ჩამოსცდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 60%, რასაც არა უშავს. ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის გათვლით, თუ გავზრდით ამ მაჩვენებელს და სერიოზულად მივხედავთ ბუსტერიზაციას ქვეყანაში, მაშინ ივნისის თვის პროგნოზია, რომ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 1000 შემთხვევაზე დაბლა ჩამოვა.

ასევე, სიკვდილიანობის საშუალო პროცენტი, იანვარ-თებერვალში პროცენტულად სერიოზულად შემცირდა. ფაქტია, რომ რაც "ომიკრონმა" დაიწყო ცირკულაცია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, "ომიკრონი" შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ ეს მოდუნების და თვითდამშვიდების საბაბს არ გვაძლევს.

„უნდა ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ რეკომენდაციები და ავიცრათ“, - მიმართა მოქალაქეებს ამირანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები