მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და სად ააშენებს "თეთრი ფერმა" 1 000 სულიან მეურნეობას - ფერმის გეგმები

5e3a91093ba32
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.20 22:00
5537
უახლოეს ორ წელიწადში გვექნება თანამედროვე სტანდარტების 1000 სულიანი ფერმა, - ამის შესახებ BM.GE-ს კახეთში მოქმედი მერძეული მეურნეობის „თეთრი ფერმის“ მენეჯერმა დიტო ბანკანაშვილმა განუცხადა.

ფერმის მენეჯერის თქმით, მათი მეურნეობა ბაზარზე არსებული ნედლი რძის დეფიციტის შევსებას ახალი ფერმის ამოქმედებით შეეცდება, რომელიც „თეთრი ფერმის“ მსგავსად სავარაუდოდ, ჰოლანდიური ინვესტიციებით ამოქმედდება.

„სიღნაღში ამოქმედებული ჩვენი მეურნეობა 10-12 ტონამდე რძეს აწარმოებს დღიურად, თუმცა, წარმოუდგენელია ამ მოცულობის რძით ქართული ბაზრის სრულად მომარაგება, ამიტომ შიდა ქართლში, კერძოდ კი ქარელის რაიონში მეორე ფერმას ვხსნით. ამ ეტაპისთვის ახალი ფერმის დაპროექტება მიმდინარეობს, უახლოეს ორ წელიწადში გვექნება თანამედროვე სტანდარტების 1000 სულიანი ფერმა. ჯერჯერობით გარკვეული არ არის ინვესტიციები საიდან გვექნება, თუმცა სავარაუდოდ, ისევ ჰოლანდიური ინვესტიცია ჩაიდება“, - ამბობს დიტო ბანკანაშვილი.

შეგახსენებთ, ფერმერმა პირველი მერძეული მეუნეობა - „თეთრი ფერმა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ბოდბეში ჰოლანდიური ინვესტიციით აამოქმედა და აპრილის შემდეგ 440-სულიანი ფერმის დღიური წარმოდობის გაზრდას 10 ტონამდე გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები