ავტოსადგურის წარმომადგენლები სექტემბრის ბოლომდე ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრას ელიან, სადაც სექტორში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა ბოლოს მიმდინარე წლის ივნისში დაანონსდა. ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით აღნიშნული პროცესი 2024 წლის პირველ მარტამდე დასრულდება და ამის შემდგომ დაწესდება გარდამავალი ეტაპი იმისათვის, რომ ავტოსადგურებმა სრულად მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს მოწესრიგებულ ბაქანს, საპარკინგე ადგილებს როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების წინასარეისო მომსახურებისთვის, სალაროს, მძღოლთა მოსასვენებელ ადგილს, მგზავრთა მოსაცდელ სივრცეს, ზოგადად დაცული სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.
ავტოსადგურები დაიყოფიან 3 კლასად. პირველი კლასის ავტოსადგურს ექნება უფრო მეტი ინფრასტრუქტურული მოთხოვნა წაყენებული, მეორე-მესამე კლასის ავტოსადგურებს კი შედარებით მცირე, რაც იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ ქალაქში მდებარეობს, რა მასშტაბის მგზავრს შეიძლება მოემსახურონ და რა სახის მგზავრთა გადაყვანას განახორციელებენ.
გააძვირებს თუ არა რეფორმა მგზავრობას და რა დამატებით ინფორმაციას ფლობს სექტორი?
სტუმარი: ნესტორ მიქატაძე - „დიდუბის ავტოსადგურის“ დამფუძნებელი;