მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყებს KASS GROUP თბილისის ანძის მოდერნიზებას?

ანძა

KASS GROUP-ის გენერალური დირექტორის ეკა თორდიას თქმით, თბილისის ანძის პროექტირების ეტაპი სრულდება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, კომპანია მშენებლობაზე ნებართვას უახლოეს პერიოდში ელის, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებისთვის 1,5 წლიანი პერიოდია გათვლილი.

„მიმდინარე და აქტიური პროექტია თბილისის ანძა. უკვე ბოლო ეტაპზე ვართ პროექტირების და დღე-დღეზე ველოდებით ნებართვას. გვექნება მოდერნიზებული თბილისის ანძა, ვიზიტორთა ცენტრით, რესტორნით, გადმოსახედით.

მინიმალური ჩარევით საკმაოდ მოცულობითი საპროექტო სამუშაოები ჩატარდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობთ. ყველა ეტაპი გადავლახეთ უკვე, მალე მივიღებთ ნებართვას და მიღებიდან ალბათ 1,5 წელში დავასრულებთ სამშენებლო სამუშაოებს.“ - განაცხადა თორდიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები