მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება და დასრულდება თბილისის სამი დიდი გამზირის რეაბილიტაცია?

5e20a1560da6b
BM.GE
16.01.20 21:40
3798
ალბათ თითო ქუჩის რეაბილიტაციას თითო წელი დასჭირდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ BMG-ის გადაცემა “საქმის კურსში“ სამი დიდი გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქეთევან წამებულის და წერეთლის გამზირების რეაბილიტაცია შეიძლება წლის ბოლომდე ვერ დასრულდეს, ხოლო ვაჟა-ფშაველას რეაბილიტაციის დასრულება ნამდვილად გადაინაცვლებს მომდევნო წელს.

„ძალიან დიდი გამზირებია აღებული ქეთევან წამებულიც, წერეთლიც და ვაჟა-ფშაველაც. ვიცი რომ ახლა მუშავდება ქეთევან წამებულის და წერეთლის გამზირების სატენდერო დოკუმენტაცია და პირველ რიგში მოხდება ამ გამზირების რეაბილიტაციაზე ტენდერის გამოცხადება.

ეს პროექტებიც განხორციელდება სექციურად, როგორც მოხდა ჭავჭავაძის შემთხვევაში და თითოეულ ეტაპს ექნება ინდივიდუალური სატრანსპორტო სქემა, რომელსაც დაამუშავებს მუნიციპალიტეტი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა და ქალაქის ვიზიტორებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. საბოლოო ჯამში ვადები აქაც ჯერ კიდევ დასაზუტებელია, თუმცა ჩემი მოლდინები და პრაქტიკიდან გამომდიანრე, შეიძლება სრულად ვერ დასრულდეს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე და გადავიდეს იქითა წელს.

და ვაჟა-ფშაველას გამზირი, რომლის ტენდერიც ვფიქრობ მომდევნო თვეებში გამოცხადდება, ის ყველა ვარიანტში გადავა იქითა წელს.

უხეშად რომ ვთქვათ, ალბათ თითო ქუჩას თითო წელი დასჭირდება, იმიტომ რომ ჩვენი რეაბილიტაცია არ ითვალისწინებს მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას და თავიდან დახაზვას, იმიტომ რომ იქ ვაწყობთ ბასლაინებს, ველობილიკებს, კომუნიკაციებს ვცვლით, მიწისზედა კომუნიკაციები ჩაგვავქვს მიწისქვეშ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, სამი დიდი გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა. შესაბამისი ტენდერები უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები