მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება მესამე ტალღა საქართველოში? - თენგიზ ცერცვაძის პასუხი

605b207c4eed6
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.21 15:24
5332
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, "საქართველოში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა ევროპის ქვეყნებში მესამე ტალღის პარალელურად დაიწყება, რაც მალე მოხდება". ამის შესახებ მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მესამე ტალღის დაწყებისა და ვირუსის გავრცელება ვაქცინაციის ტემპსა და პირბადეების გამოყენების მაჩვენებელზეა დამოკიდებული.

„თუ ვაქცინაცია ასეთი შეფერხებით გაგრძელდა, ზუსტად ეს არავინ იცის, მაგრამ მესამე ტალღა, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნების პარალელურად დაიწყება. ევროპის ქვეყნებში კი მაგალითად, საფრანგეთში მესამე ტალღა უკვე დაიწყო. ზოგიერთი ქვეყანა უფრთხის ძალიან - მაგალითად, გერმანიამ  „ლოქდაუნი“ 28 მარტამდე გაახანგრძლივა, რადგან  მესამე ტალღას ელოდებიან.

განსაზღვრული არაა, რომ მესამე ტალღა 1000 შემთხვევამდე არაა და 1002 შემთხვევაზე არის. იმ გაგებით, რა გაგებითაც მესამე ტალღას ვგულისხმობთ, ის ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და საქართველოში მალე, ახლო მომავალში დაიწყება თუ ვაქცინაციასა და პირბადეების ტარებაზე უარს ვიტყვით“, - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები