მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება რუისის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა

5ddbaa0e8a9c9
დავით ჯალაღონია
25.11.19 14:25
1912
"რუისის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს წევრის ჯუბო ტურაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი სამშენებლო ეტაპზე სავარაუდოდ, 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში გადავა.

"რაც შეეხება სამშენებლო ეტაპზე გადასვლას, ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ურთიერთობით, იმდენად, რამდენადაც საქართველოში ჩვენ გვაქვს ახალი საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ქარის მონაცემებზე დაყრდნობით კონკრეტული ტარიფის განსაზღვრას, შემდგომში გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10-წლიანი ვადით გაფორმების მიზნით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თუ აღნიშნული საკითხები გონივრულ ვადებში წარიმართება, მაშინ სამშენებლო ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა გვაქვს 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულში და შესაძლებელია წინარე სამუშაოები დაიწყოს", - განმარტა ჯუბო ტურაშვილმა.

აქვე, "რუისის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს წევრმა საქართველოსთვის განახლებადი ენერგიების ენერგეტიკულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ განახლებადი ენერგიები საქართველოსთვის შეუქცევად პროცესს წარმოადგენს, ვინაიდან თითოეულ მაცხოვრებელს უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც მოხმარება იზრდება, საჭირო ხდება ენერგიის დამატებითი წყაროების შევსება. საქართველოში, ახალი სამართლებრივი ნორმები იქნება შემუშავებული, რომელიც გარკვეულწილად სამართლებრივ სივრცეს უზრუნველყოფს და ეს მოახდენს პრევენციას, რომ ის გამოწვევები, რომელთა წინაშე საქართველოა, იყოს დახვეწილი", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ შპს "რუისის ქარის ელექტროსადგურის" პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი "ჩერო კონსალტინგია", 10%-ის - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. პროექტის განხორციელება დღეს არსებული "ქართლის ქარის ელექტროსადგურიდან" დაახლოებით 4-5 კილომეტრში, 12.6 მგვტ დადგმული სიმძლავრით იგეგმება. "რუისის ქარის ელექტროსადგურის" სავარაუდო წლიური გამომუშავება 63 კვტ.სთ, პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 18 მილიონ აშშ დოლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები