მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის დაიწყება თბილისში საავიაციო ნაწილების წარმოება?

59f2d4e25e774
ელენე გოგბერაშვილი
27.10.17 10:39
1325
სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას 2015 წლის სექტემბერში საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Systems - Cyclone -თან ერთად ჩაუყარა საფუძველი. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საწარმოს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულება 2018 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. შემდგომი ეტაპი ტექნიკური აღჭურვილობის პროცესს და ტესტირებას მოიცავს, ქარხნის გახსნა კი 2018 წლისთვის იგეგმება.

როგორც ცნობილია, საქართველოში წარმოებული საავიაციო ნაწილების შეძენით დაინტერესება უკვე გამოხატა Boeing-მა. საპარტნიორო ფონდში განმარტავენ, რომ Boeing-ის რეკომენდაციით, მოლაპარაკებების დასრულებამდე და ტექნიკური საკითხების საბოლოო შეთანხმებამდე თემა კონფიდენციალური რჩება.

საავიაციო ნაწილების საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, როგორებიცაა: Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები