მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება ენერგეტიკის სარეზერვო სადგურის პროექტი? - ჯაბა ხმალაძის განმარტება

644247a7a99ac
თინათინ ნატმელაძე
21.04.23 14:17
805
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ჯაბა ხმალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ენერგეტიკის სარეზერვო სადგურის შექმნასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„უმჯობესი იქნება, რომ დაველოდოთ კვლევის დასრულებას, რომელსაც ჩვენი პარტნიორი კონტრაქტორი კომპანია „ჯიდიეფი“ ასრულებს. წლის ბოლოს გვექნება ძალიან კარგი სურათი და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული პროექტი გამოვა, რომელიც ენერგო სტაბილურობის სისტემას წაადგება“, - განაცხადა ჯაბა ხმალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ დაახლოებით 500-600 მეგავატის სიმძლავრის სარეზერვო სადგური შეიქმნება, თუმცა, ეს მოცულობა, კვლევის დასრულების შემდეგ უკეთ დაზუსტდება.

რაც შეეხება საინვესტიციო მოცულობას, ჯაბა ხმალაძე აღნიშნავს, რომ საჭირო თანხის რაოდენობა კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები