როდის დასრულდება მცხეთის ტერიტორიაზე განაშენიანებაზე არსებული 10 წლიანი მორატორიუმი, რომლის შედეგად შედეგად, მცხეთის მოსახლეობა ვერ განკარგავს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ქალაქში მიწის ნაკვეთების გასხვისება და მშენებლობა ჯერ ისტორიულ ნაწილში აიკრძალა, შემდეგ კი მორატორიუმი მცხეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. მცხეთის საკრებულომ კონცეფციის პირველი ვარიანტი ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადაუგზავნა. რა ეტაპზეა მცხეთის გენგეგმის შემუშავების პროცესი და როდის უნდა ველოდოთ მორატორიუმის დასრულებას?
სტუმარი: აკაკი ზერეკიძე - "აქოლისის" თავმჯდომარე;