მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნების რეაბილტაცია

5c04f30899b5b
თამუნა დემეტრაშვილი
03.12.18 13:08
1073
ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის იანვარ-თებერვალში, გუდიაშვილის მოედნისა კი - შემოდგომაზე დასრულდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ 1-წლიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება და პროექტის ფარგლებში, 20 შენობას ჩაუტარდება აღდგენითი სამუშაოები, საიდანაც 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

,,ამავე პროექტის ფარგლებში ხორციელდება 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაც, რომელიც ამ დროისათვის ყველაზე დიდია დედაქალაქში“,-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გუდიაშვილის მოედანს, მისი რეაბილიტაცია 50 მილიონი დაჯდება და 20 ნაგებობა აღდგება, საიდანაც 15 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები