ტალერი-ლებარდეს საავტომობილო გზის 6კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „გზები“-ს მიერ 2019 წელს განხორციელდა, თუმცა გზის დანარჩენი ნაწილის მოწყობა ბოლომდე არ მომხდარა.
დღეს პარლამენტში დეპუტატებმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰკითხეს - როდის განხორციელდება აღნიშნული გზის რეაბილიტაცია:
„რაც შეეხება მარტივილი-ლებარდეს გზას, ჩვენ მოვინიშნეთ ყველა სურვილი და საჭიროება, რომელიც ჟღერდება, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ ვთქვათ, გვესმის ყველა საჭიროება, კიდევ ერთხელ ვამბობ - რესურსები განსაზღვრავს იმას, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ დავაპროცესოთ ეს საჭიროებები.
დღეის მდგომარეობით, ის ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილია, უფრო მცირეა, ვიდრე იყო საჭიროება, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე თუ არ მოხდა აღნიშნული ბიუჯეტის კიდევ უფრო გაზრდა, რაზეც ვმუშაობთ, ძალიან მიჭირს, რომ რამე კონკრეტული ვთქვა. 2024 წელს გარდა იმ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა, რომელიც გვაქვს, რეალურად, გამოხატულ საჭიროება-სურვილების შესრულებას, ჯერჯერობით, ვერ შევასრულებთ. ეტაპობრივი გაკეთება არ არის გადაწყვეტა. მონაკვეთებს ვაკეთებთ, მაგრამ ესენი გარკვეულ შედეგებს იძლევა“, - განაცხადა ქარსელაძემ.