მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები?

60808273d447f
თამთა ჯიჯავაძე
21.04.21 23:50
1850
ზუსტი თარიღის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი შეფასებით 30-36 თვე დასჭირდება მთელ პროექტს, - ამის შესახებ “ქართუ” ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა „ტვ იმედის“ ეთერში თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ვინაიდან ის ნაწილ-ნაწილ ხორციელდება, გარკვეული ნაწილი ადრე იქნება დასრულებული, და შესაბამისად როგორც კი მოვრჩებით იმ ნაწილს, რომელიც ახლა შემოღობილია, შემდეგ გადავალთ შემდეგ ნაწილზე. მოსახლეობა კი შეძლებს დასრულებული სივრცის გამოყენებას“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე გათვალისწინებული არის ე.წ მცირე არქიტექტურის ნაგებობები - მაგალითად კაფე, ამფითეატრი და მედიათეკა.

ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი გასული წლის ოქტომბერში მოეწერა. ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები