ცენტრ პოინტის გაჩერებული პროექტის დასრულებას ინვესტორი კომპანია ვერ იწყებს- მიზეზი მოსახლეობასთან შეუთანხმებლობაა. 10 ოჯახი აფერხებს პროექტს, ზოგი ითხოვს სამმაგს, ზოგი არ ცხადდება შეხვედრებზე- ამბობს BM.GE-თან კომპანია ნექსთ დორის მმართველი პარტნიორი, რომელმაც მარიჯანის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კომპლექსში 2021 წელს მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაზარალებული 633 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს. როგორ მიმდინარეობს ცენტრ პოინტს მიერ დაპაუზებული პროექტების დასრულების პროცესი და არის თუ არა მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევა დეველოპერებისთვის გამოწვევა?