მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაუბრუნდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი პანდემიამდე არსებულ ნიშნულს?

5f82c29ae175d
თათია ჩაფიჩაძე
11.10.20 14:00
1240
Colliers International Georgia-ს ხელძღვანელის ირაკლი კილაურიძის შეფასებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2023 წელს დაუბრუნდება.

გადაცემა „საქმიანი დილაში” კილაურძემ 4 ძირითადი ეტაპი გამოყო, რომლის გავლა მსოფლიოს კრიზისის გადასალახად მოუწევს.

”ჩვენ 4 ფაზას გამოვყოფთ, რომელიც არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიომ უნდა გაიაროს. პირველ ფაზას ვუწოდებთ უკონტროლო ვირუსის გავლცელებას, რომელიც 2020 წელს იყო და ეხება მთელ მსოფლიოს - არავინ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო; მეორე ფაზა იქნება 2021 წელს ანუ ვირუსის კონტროლირებადი გავრცელების ეტაპი, სახელმწიფოც ისწავლის კრიზისის მართვას და საზოგადოებაც მიეჩვევა ამას; მესამე ფაზა - ეტაპი, როცა მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და 2023 წელი იქნება ის პერიოდი, როცა უძრავი ქონების ბაზარი დაიწყებს დაბრუნებას იმ მაჩვენებლებზე, რაც გვქონდა 2019 წელს. ეს პერიოდია ის, რისი გავლაც ამ სექტორს მოუწევს”, - განაცხადა კილაურიძემ.

ცნობისთვის: Colliers International Georgia პროექტ recov.ge-ს ფარგლებში 2018-2019 წლების უძრავი ქონების კვლევები გამოაქვეყნა. კვლევები სააგენტო აწარმოე საქართველოს დაკვეთით უკვე მეორედ მომზადდა და უძრავი ქონების ყველა სექტორის დეტალურ ანალიზს მოიცავს. მათ შორისაა: სასტუმრო, საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, ინდუსტრიულ-ლოგისტიკური, საკონფერენციო-საგამოფენო, სპორტისა და გართობის სექტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები