მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ექნება ბათუმს გენგეგმა? - მერის განმარტება

თათიას სახლი

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ ბათუმის გენერალური გეგმის მომზადების პროცესი „გონივრული ვადებით“ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გენგეგმის მომზადებისთვის გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 2021 წლის ივლისში გაიმარჯვა. პირველადი გეგმის მიხედვით, ქალაქს განაშენიანების გეგმა 1,5 წელში უნდა ჰქონოდა.

BMG დაინტერესდა, რატომ გაჭიანურდა პროცესი და როდის ექნება ქალაქს გენგეგმა. ბათუმის მერს ვადებზე საუბარი უჭირს და ვერ აკონკრეტებს, როდის დასრულდება პროცესი.

“ბათუმის გენერალური გეგმა იყო ბოლო 30 წლის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქალაქისთვის. ციფრები და მოლოდინები ბუნებრივია, თავდაპირველად იყო ზედაპირული. ყველა ეტაპს, რომელიც გავიარეთ ჰქონდა კონკრეტული ვადები. ბუნებრივია, როგორც შემსრულებელი კომპანია, ასევე ჩვენც, ჩვენი მუნიციპალური სამსახურები, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ, რომ შეიქმნას ის პროდუქტი, რომელიც ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას განვითარების, მათ შორის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ყველა საკითხის, მათ შორის, გარემოსდაცვითი, ეკოლოგია, ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის და ა.შ. შესწავლა სკრუპულოზურად ხდება. ამავდროულად, ჩართულები არიან და მოთხოვნა გვაქვს, რომ ჩართული იყოს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადამიანები და ექსპერტები. ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მიმდინარეობს პროცესი იმ გონივრული ვადებით, რა ვადებიც სჭირდება.

კვლევების ნაწილში არის კონკრეტული გამოწვევები. არ ჰქონია ბათუმს გენგეგმა. ჩარჩო დოკუმენტებზე დაყრდნობით და ქალაქში რეალური სურათის სინთეზით ხდება მომზადება. ვადებზე საუბარი გამიჭირდება, ვინაიდან შემსრულებელი კომპანია არის ვალდებული, ექსპერტთა ჯგუფის მეშვეობით, ვადები წარმოადგინოს და კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით ალბათ უახლოეს პერიოდში, მათ შორის ეტაპების დასრულებასთან დაკავშირებით, გვექნება ნათელი სურათი”, - თქვა არჩილ ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები