მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის? - ვარჰეის პასუხი

ოლივერ ვარჰეი

მიმაჩნია, რომ შესაძლებლობების ფანჯარა თავისთავად ახლა იქმნება, შეიძლება ახლა ადრე იყოს იმის თქმა, თუ როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ კომისიის მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კანდიდატები 2030 წლისთვის მოემზადონ, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც წინ შეხვედრაც უძღოდა.

ვარჰეის თქმით, ნათელი და მკაფიო პირობებია განსაზღვრული წევრობისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ქვეყანა წევრი, როდესაც ყველა პირობას შეასრულებს.

„თუ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად 2030 წლისთვის, ვინაიდან ეს ორმხრივი მიმართულების ქუჩაა და კანდიდატი თუ ცდილობს, მაშინ ევროკავშირიც უნდა ეცადოს“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე - როდის მიიღებენ საქართველოს ევროკავშირში, ევროკომისარმა უპასუხა, რომ კარი ღიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები