ზემო ფონიჭალაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 55 ოჯახს 4 000 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც bm.ge-ის თბილისის მერიაში განუმარტეს, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართით ის კომპანია უზრუნველყოფს, რომელმაც მერიის მიერ ზემო ფონიჭალაში მდებარე 17 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა. როგორ მიმდინარეობს ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს წარმოქმნილი პრობლემის მოგვარება?