ღამის კლუბ "ბასიანის" დამფუძნებლები ამ წუთებში შენობაში იმყოფებიან. როგორც bm.ge-ს კლუბის ერთერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა აცნობა, მიმდინარეობს შენობისა და აპარატურის დათვალიერება.
"ზედაპირული დათვალიერებით აპარატურა წესრიგშია, თუ აღმოჩნდა რომ რაიმე დაგვაკლდა, შსს-ს მივმართავთ",-განაცხადა გელბახიანმა.
მისი თქმით, როდის გაიხსნება "ბასიანი" მენეჯმენტი დღის ბოლომდე გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისის ღამის სპეცოპერაციის შემდეგ "ბასიანი" დაკეტილი იყო.