მიმდინარე კვირაში კინო-თეატრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, შეხვედრა უკვე დაგეგმილია.
"მიმდინარე კვირაში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა კინო-თეატრების მენეჯმენტთან. სექტორს ამ კვირაში შევხვდებით, წესები განსაზღვრულია და კიდევ ერთხელ შევაფასებთ, რამდენად არიან მზად დაიცვან რეკომენდაციები და ამის შემდეგ უწყებათშორისი საბჭო იმსჯელებს კინო-თეატრების გახსნაზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.