მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ორზოლიანი მონაკვეთი?

5f37934370598
თათია ჩაფიჩაძე
15.08.20 22:00
5046
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება. როგორც bm.ge-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, სამშენებლო სამუშაობს კონტრაქტორი კომპანიები დადგენილ ვადებში ასრულებენ.

“პროექტი რამდენიმე ლოტისგან შედგებოდა. ყველაფერი სრულდება დადგენილი ვადების მიხედვით. წლის ბოლომდე დაასრულდება დამატებით ორი ზოლის მშენებლობა და გაიხსნება.” -განმარტეს სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზის 19კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა ივლისის დასაწყისში გაიხსნა. ამ მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა 2 ზოლი და ავტოტრანსპორტი სპეციალური სქემის შესაბამისად მოძრაობს.

თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ნახშირღელეს კვანძით ქუთაისი-სამტრედიის გზის მე-13 კმ-მდე, საიდანაც ნიკეას ქუჩის გავლით უკავშირდებიან გეგუთის სატრანსპორტო კვანძს, ხოლო დაფნარის სატრანსპორტო კვანძის გავლით აგრძელებენ მოძრაობას ფოთი-ბათუმი-სარფისა და სენაკი-ზუგდიდის მიმართულებებით.

გეგუთი-ბაშის მონაკვეთზე გადაადგილება განხორციელდა ორივე მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლით, ხოლო ბაშიდან და ფნარამდე არსებულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.

დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე, რომლის 37-ე კმ-დან მოძრაობას განაგრძობენ მარჯვნივ და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით უკავშირდებიან თბილისის მიმართულებას.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტერდიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და პროექტის ღირებულება 200 მილიონ 255 ათას ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები