მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის განახლდება სკოლებში სწავლა მე-7-მე-12 კლასელებისთვის? - გამყრელიძის პასუხი

5f8088f279cc6
BM.GE
09.10.20 19:58
4326
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდ ქალაქებში უფროსკლასელებისთვის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით უახლოეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

როგორც გამყრელიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი მოსაზრება აქვს, თუმცა სწავლა და განათლება უპირველესია.

„მოდით,ამ საკითხებზე წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ეს იქნება განხილული უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ გაგრძელდება შემდგომში ეს პროცესი. სწავლა, განათლება უპირველესია და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ბავშვები დაბრუნდნენ რეალურ სივრცეში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები