მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გახდება სავალდებულო ტურისტებისთვის დაზღვევა?

BM.GE
09.05.22 12:04
508
საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო ისევ არ არის. არადა ქართული სადაზღვევო სექტორი დიდი ხანია მის შემოღებას ითხოვს.

საკითხი კოვიდ-პანდემიის პიროებებშიც გააქტიურდა - იყო შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვისა და დაზღვევის სექტორის წარმომადგენლებთან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც აცხადებდა, რომ ტურისტებისთვის მინიმუმ კოვიდ-დაზღვევა სავალდებულო უნდა ყოფილიყო, რათა ტურისტების მკურნალობაზეც პასუხისმეგებლი საქართველოს სახელმწიფო არ ყოფილიყო და ხარჯები ამ მიმართულებით მაინც არ გაეწია, თუმცა საკითხი ბოლომდე არ გავიდა.

კოვიდი მილევად რეჟიმში კი არის, თუმცა სპეციალისტები პანდემიის დასასრულზე საუბარს ჯერ ისევ უფრთხიან. ამასობაში საქართველოში ტურიზმი ნელნელა ისევ აქტიურდება. აპრილში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 182 ათასს გადააჭრაბა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტურისტული მოგზაურების 2019 წლის აპრილის თვის მონაცემების 52% აღდგენილია.

განიხილება თუ არა ისევ ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემორების საკითხი, რომელიც არამხოლოდ კოვიდ ხარჯებს- არამედ სხვა ტიპის გართულებებსაც დაფარავს?

სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები