მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის ღირდა ნავთობი ისტორიაში ყველაზე ძვირი?

ნავთობი

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი სწრაფად მიიწევს ისტორიული ნიშნულებისკენ, თუმცა რეკორდული მაჩვენებლები ჯერაც არ დაძლეულა.

თანამედროვე ისტორიაში ნავთობის პიკური ფასი 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდში დაფიქსირდა, რა დროსაც ბარელი Brent-ის ღირებულებამ 139 დოლარს მიაღწია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამჟამად Brent-ის ფასი 116 დოლარს შეადგენს, მაშინ 2022 წლის ნიშნულის დასაძლევად ნავთობს დამატებით 20%-ით გაძვირება დასჭირდება.

რაც შეეხება ისტორიულ რეკორდს, ის სანავთობო ბაზარზე 2008 წლის ივლისში დაფიქსირდა, რა დროსაც ბარელის ფასმა 148 დოლარს მიაღწია. ამ რეკორდის მოსახსნელად Brent-ს დამატებით 28%-ით გაძვირება დასჭირდება.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2008 წლის 148 დოლარი ნომინალური ფასი იყო და მას ინფლაციის გათვალისწინებით დავითვლით, მაშინ მიმდინარე ფასებში, რეალური რეკორდის დასამყარებლად ნავთობს 223 დოლარამდე გაძვირება მოუწევს, რაც დამატებით 92%-იან ზრდას მოითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები