მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის მოგვარდება რუსთავში წყლის პრობლემა? - მერის განმარტება

6368d8679bc0e
თათია ჩაფიჩაძე
07.11.22 22:40
656
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავში წყლის პრობლემის მოგვარებისთვის კომპანია „რუსთავის წყალი“ 2022-2023 წლის განმავლობაში 30 მლნ ლარს დახარჯავს.

მისი თქმით, თანხა არსებული გაყვანილობების შეცვლას მოხმარდება

„მთელი ზაფხულის განმავლობაში წყალი გამოწვევა იყო რუსთაველებისთვის და არა მარტო ამ ზაფხულს, უკვე დიდი ხანია ეს პრობლემაა. იმის გამო, რომ არსებული გაყვანილობის და მილების გამოსაცვლელად არც ისე დიდი ინვესტიცია იყო განხორციელებული. მუნიციპალიტეტმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად  "სემეკს" წერილით მიმართა, რომ „რუსთავის წყლის“ გეგმები ინვესტიციების მხრივ გარკვეულიყო. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და მიხარია, რომ გარკვეულ კარგ შედეგს მივაღწიეთ. იმის გარდა, რომ კომპანია დაჯარიმდა, შევთანხმდით იმ ინვესტიციაზე რომელსაც 2022-2023 წელს კომპანია განახორციელებს, რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ პირველი პროქტი, რომელიც ამ შეთანხმებას მოჰყვა.

დაახლოებით 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ რუსთავში წყლის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. 2023 წელს ჩვენ ცხადია გვექნება გარკვეული დისკომფორტი თუმცა მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ გაგებით შევხედოთ ამ დისკომფორტს, იმიტომ რომ 30 მლნ ლარი ნამდვილად მოხმარდება ამ პრობლემის გადაწყვეტას“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ლაცაბიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები