ერთპარტიული პარლამენტი 2025 წელს მინისტრის საათის ფორმატში "ქართული ოცნების" მთავრობის ყველა წევრს მოუსმენს. აღნიშნულის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. "მინისტრის საათის" ფორმატში სამინისტროების ხელმძღვანელების საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლების განრიგი კი პარლამენტის ვებგვერდზე აიტვირთა.
bm.ge უცვლელად გთავაზობთ პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განრიგს:
- 4 – 7 მარტი - საქართველოს კულტურის მინისტრი მოსმენა;
- 4-7 მარტი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა;
- 18-21 მარტი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოსმენა;
- 15 – 18 აპრილი - სპორტის მინისტრის მოსმენა;
- 13 – 16 მაისი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოსმენა;
- 10 - 13 ივნისი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენა;
- 16 – 19 სექტემბერი - იუსტიციის მინისტრის მოსმენა;
- 30 სექტემბერი - 3 ოქტომბერი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოსმენა;
- 14 – 17 ოქტომბერი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოსმენა;
- 28 – 31 ოქტომბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა;
- 11 – 14 ნოემბერი - ფინანსთა მინისტრის მოსმენა;
- 25 – 28 ნოემბერი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოსმენა;
- 9 – 12 დეკემბერი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა.




























