საქართველო ევროკავშირის თავისუფალ როუმინგულ სივრცეში გასაწევრიანებლად ემზადება. თებერვალში ითქვა, რომ სამოქმედო გეგმა მზად მომავალ წელს იქნება, გაწევრიანებას კი 3-დან 5 წლამდე ვადა დასჭირდება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარეგულირებელი ბაზის და ეკონომიკური ანალიზის მომზადების მიზნით, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად შესაბამისი პროექტი მიმდინარეობს, რომელმაც უწყების ინფორმაციით, პროცესი უნდა დააჩქაროს. კერძო სექტორში კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.