მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის უნდა გაუქმდეს „კომენდანტის საათი“? - პაატა იმნაძის მოსაზრება

60c87c5fc0db4
თათია ჩაფიჩაძე
15.06.21 14:07
5064
საქართველოში „კომენდანტის საათის“ გაუქმების თარიღი კვლავ უცნობია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძის განცხადებით, მათი მხრიდან „კომენდანტის“ მოხსნის რეკომენდაცია არ გაიცემა მანამდე, ვიდრე ქვეყანაში ინფიცირების დღიური შემთხვევა ასეულებს არ ჩამოსცდება.

“ჩვენი რეკომენდაცია იქნება, „კომენდანტის საათი“ გაუქმდეს მაშინ, როცა დღიურად ასეულობით ახალი ავადმყოფი არ გვეყოლება. ვიდრე ასე არ იქნება, რაღაცა პატარა შეზღუდვა მაინც უნდა გვქონდეს“, - ეს განცხადება NCDC-ის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ მედიის იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც „კომენდანტის საათის“ მოხსნას შეეხებოდა.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1092 და გამოჯანმრთელების 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

15 ივნისის სრული სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 355368 , ბოლო 24 საათში - 1092
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 341103 , ბოლო 24 საათში - 775
მათ შორის გარდაცვლილი - 5083 , ბოლო 24 საათში - 23
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29734, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20425, PCR ტესტით - 9309
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,67%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,33%
სულ აცრილია - 212163, დღიურად აცრილია - 4596
კარანტინის რეჟიმში - 34
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3059
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 595.

"დავაკვირდებით კიდევ 10 დღე" - ამირან გამყრელიძე "კომენდანტის საათის" მოხსნაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები