მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის/როგორ გამოსწორდება ჰაერის ხარისხი საქართველოში? - სააგენტოს განმარტება

სმოგი თბილისი

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბოლო დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ განაპირობა.

როგორც სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარინა არაბიძემ, განაცხადა, დაბინძურების შენარჩუნებაზე გავლენა იქონია ნალექისა და ქარის არარსებობამაც.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. როგორც იცით, ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი წვიმის ან თოვლის სახით, ასევე არ დაფიქსირებულა ქარი, რამაც განაპირობა დაბინძურების შენარჩუნება“, - განაცხადა არაბიძემ.

მისი თქმით, უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება.

მარინა არაბიძის განმარტებით, სიტუაცია გაუმჯობესდება შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე

„სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების (წვიმა, თოვლი, ქარი) განვითარებაზე“.

უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს 18 ავტომატური სადგურის საშუალებით ახორციელებს.

ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები