დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ფიქრობს, რომ დროა, საკუთარი საქმიანობა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის ჭრილში განიხილოს, რათა მაქსიმალური შესაძლებლობები განურჩევლად ყველას შეუქმნას. ეს კომპანიები კარგად აცნობიერებენ, რომ თანასწორობის დამკვიდრება თავისთავად სამართლიანია და ის ბიზნესისთვისაც სასარგებლოა. სწორედ ამ იდეის უფრო მაშტაბურად გავრცელებისთვის 2010 წელს გაეროს ქალთა ორიგანიზაცია და გაეროს გლობალური შეთანხმება გაერთიანდა და შეიქმნა ქალთა გაძლიერების პრინციპები. როგორ ეხმარებიან ქალბატონებს განვითარებაში, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებასა და რეალიზაციაში და რომელი კომპანიებია ჩართული ამ პროცესებში?