მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ბიზნესი Industry Talks-ის პლატფორმას?

6 ნოემბერს BDO Digital-ისა და BMG-ის პარტნიორობით, მასშტაბური B2B პლატფორმის, Industry Talks-ის სადებიუტო ღონისძიება გაიმართა, რომელიც სრულად საცალო ვაჭრობის სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას დაეთმო.

დარგის ლიდერები თანხმდებიან, რომ სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში ტექნოლოგიური ადაპტაცია, ოპერაციების გაციფრულება და კოლეგების გამოცდილებასა თუ შეცდომებზე სწავლა კომპანიების მდგრადობის უმთავრესი წინაპირობაა. ამ გამოწვევების და მიზნების ირგვლივ შეიქმნა ახალი ინიციატივაც. სადებიუტო ღონისძიებამ კი დაგვანახა, რომ პროექტი შედგა და ბიზნეს საზოგადოებაში დიდი ინტერესიც გამოიწვია. პლატფორმის წარმატებას და არამარტო წარმატებას, უფრო მეტად მის საჭიროებას, ხაზს უსვამს დამსწრეთა რაოდენობა, 300-ზე მეტ ადამიანს ვუმასპინძლეთ და რაც მთავარია - პარტნიორი კომპანიების სიმრავლე. და ბოლოს გამოხმაურებები, რაც ღონისძიების დასრულების შემდეგ მოვისმინეთ, ფაქტია და დადასტურებულად, რომ ბაზარზე მსგავსი ფორმატის პროფესიული დიალოგის რეალური მოთხოვნა არსებობს და ჩვენც არ ვჩერდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები