ბიზნეს სექტორის ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს და ამბობს, რომ ქართული ოცნების მმართველობაში დარჩენა ქვეყნის ევროპულ მომავალზე უარის თქმას ნიშნავს. მათი შეფასებით, არსებულ პირობებში, საქართველოში ახალი დასავლური ინვესტიციები აღარ შემოვა, რისი სიგნალიც უცხოელი პარტნიორებისგან უკვე მიიღეს. ბიზნესის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მოლოდინის რეჟიმში არიან, აღიარებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება და დასავლეთი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენების დიდმა ნაწილმა არჩევნების შედეგების და მიმდინარე პროცესების შეფასებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. როგორ აფასებს ბიზნესის ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.