მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს Grammarly-ის ინჟინერი იგორ კონუნჩენკო Startup Grind-ის ღონისძიებას

Startup Grind
01.08.24 11:34
30

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობას და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი და Startup Grind უკვე 5 წელია რაც თანამშრომლობენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში კი 45-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა და 7 000-ზე მეტ დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდა 100 - ზე მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმატებული ანტრეპრენერისთვის მოესმინათ.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიების სპიკერი Grammarly-ის ინჟინერი და Gymnasia-ს დამფუძნებელი, იგორ კონონუჩენკო იყო. შეხვედრაზე მან მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. იგორმა ისაუბრა, თუ როგორ იქცა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Grammarly-ის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და რა როლი შეასრულა მილიარდიანი კომპანიის განვითარებაში. ასევე, მან აუდიტორიას კომპლექსური საინჟინრო საკითხების გადასაჭრელად პრაქტიკული რჩევები გაუზიარა და ესაუბრა თუ როგორ არის შესაძლებელი სტარტაპებისთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტების გაუმჯობესება.

“მოხარული ვარ რომ Startup Grind - ის ღონისძიებას სპიკერის რანგში შევუერთდი. დამსწრე აუდიტორიას ჩემი გამოცდილების შესახებ ვესაუბრე, საკუთარი კომპანიის დაარსებიდან დაწყებული, Grammarly - ის ტექნიკურ გუნდში მუშაობის გამოცდილების ჩათვლით, თუ რა გზა გავიარეთ, როგორ განვითარდა კომპანია. ვისაუბრე ასევე ორგანიზაციული კულტურის მიმართულებითაც, თუ რა მნიშვნელობისაა ის კომპანიისთვის, განსაკუთრებით კი სტარტაპისთვის და როგორ უნდა მოიზიდო და შეუქმნა კომფორტული გარემო თანამშრომლებს, რათა მათ უფრო მეტად დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნონ თავი. ასევე ვისაუბრე სამომავლო გეგმებსა და საქართველოში ახალ სტარტაპზე - „Gymnasia“ რომლის მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა და ის სხვადასხვა სახის პროგრამებსა და აღჭურვილობას სთავაზობს სხვადასხვა სპორტითა და ფიზიკური აქტივობებით დაინტერესებულ ადამიანს. მიმაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ პირადად მოისმინონ უკვე გამოცდილი სტარტაპერების თუ დარგის სპეციალისტების გამოცდილება და პირადად გაესაუბრონ მათ“ - ამბობს Grammarly-ის ინჟინერი და Gymnasia-ს დამფუძნებელი, იგორ კონონუჩენკო გამართავს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკსა და Startup Grind-ის პარტნიორობის ფარგლებში 2024 წელს ღონისძიებების სერია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, თბილისსა და ბათუმში ჯამში 10 შეხვედრა ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები