საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები საგარეო კურსის ცვლილებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ემიჯნება. “ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას და დაკავებას. დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთობა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომელიც ევროპაში და ევროატლანტიკურ გაერთიანებაშია”-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ასოციაციის წევრი 28 კომპანია აწერს ხელს. ინდუსტრიის პოზიციაა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული, ოკუპანტზე დამოკიდებული ეკონომიკა, შემოქმედებით ინდუსტრიას არჩევანის წინაშე აყენებს - მოემსახუროს სრულად რუსულ ან რუსული ინტერესების მატარებელ ადგილობრივ ბიზნესებს ან საერთოდ შეწყვიტოს არსებობა. ამ არჩევანის წინაშე დადგომას, ცხადია, არ ვაპირებთ”- წერია განცხადებაში.
სტუმარი: ერეკლე ზურმუხტაშვილი - Leavingstone-ის გენერალური დირექტორი;